ამოცანების გენერატორის პროტოტიპი


აუცილებლად მასწავლებლის სტატუსი უნდა მქონდეს, რომ ამოცანა დავამატო?

არა! ჩვენთან მასწავლებლად ითვლება ყველა ის, ვინც სხვას ასწავლის. მთავარია მონდომება, კარგი ამოცანა და ქვემოთ მოცემული ნაბიჯების გადადგმა.


როგორ უნდა დავამატო ამოცანა?

ამოცანის დამატება ხდება ამ გვერდიდან.

1. თემ(ებ)ის არჩევა:

"ნებულაზე" ამოცანები იყოფა საგნებად, კატეგორიებად და თემებად. ცხადია, ერთი ამოცანა შეიძლება შეესაბამებოდეს რამდენიმე თემასაც (მაგალითად, ამოცანის ამოსახსნელად შეიძლება გვჭირდებოდეს პითაგორას თეორემაც და სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულაც). პირველ რიგში, ვირჩევთ შესაბამის თემებს.

2. არსებული ამოცანების გადახედვა:

პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ არჩეული თემების ირგვლივ არსებული ამოცანების სიას. თუ აღმოჩნდა, რომ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ამოცანა უკვე არის ჩვენს კრებულში, დიდად სავარაუდოა, რომ ჩვენი გუნდი მას ხელმეორედ არ ჩაამატებს.

3. ამოცანის პირობის და ამოხსნის ატვირთვა:

ამოცანის განსახილველად ჩვენს ჯგუფს სჭირდება როგორც ამოცანის პირობა, ასევე, მისი ამოხსნა (სრულად), ყველა საჭირო ნახაზი, დიაგრამა, ცხრილი, ა.შ. ამოცანის შედგენის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ.

4. გაგზავნა:

როცა ამოცანა მზადაა, ვაჭერთ "გაგზავნას" და ველოდებით პასუხს ჩვენი ჯგუფისგან.


რა დრო სჭირდება ამოცანის დამატებას?

ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს შემოთავაზებული ამოცანები. თუ გგონიათ, რომ თქვენი ამოცანა გადაგვავიწყდა, შეგვახსენეთ.